კაცხის ტაძარი
მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომრლიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპიტკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული.
Friday, June 11, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment